დატოვე კომენტარი

ჰიპები:” ყვავილის შვილები”

ჰიპები იყვნენ ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლები. ისინი პროტესტს უცხადებდნენ ძალმომრეობასა და საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს, ამიტომ ტოვებდნენ ოჯახებს, ზურგს აქცევდნენ ფუფუნებასა და სიმდიდრეს, რაადგან თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი ძალმომრეობის გზით იყო დაგროვილი. ჰიპების მოძრაობაში გაერთიანებული იყვნენ 16-26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც საზოგადოების მაღალ ფენას ეკუთვნოდნენ. ჰიპებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი თემი. ისინი ჩაკეტილები იყვნენ თავიანთ ვიწრო სამყაროში და არ ცნობდნენ ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ წესებსა და ნორმებს. ჰიპების ლოზუნგი იყო: „გამოეთიშე, განეწყე და განუდექი“. hippy-დასავლური ახალგაზრდობის სტიქიური მოძრაობა XX საუკუნის 60- 70 წლებში. რომელიც პროტესტს აცხადებდა საზოგადოდ მიღებული ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ და არ სურდა ევლო მამების გზით, პირველ რიგში კი ეშრომათ. ისინი გატაცებული იყვნენაღმოსავლური კულტებით, უარყოფდენ ოჯახს და ცხოვრობდნენ კომუნებად, რომელშიც აქესობრივი აღვირახსნილობა მეფობდა.სანოვაგეს შოულობდენ მათხოვრობით, მიესალმებოდენ ალკოჰოლს,ფსიქოტროპულ პრეპარატებს და ნარკოტიკს. ქადაგებდნენ პაციფიზმს და უარს აცხადებდნენ ემსახურათ ჯარში დევიზით დაკავდი სიყვარულით და არა ომით. ჰიპი – ახალგაზრდული ფილოსოფია და სუბკულტურა, პოპულარული აშშ-ში 60–70-იან წლებში, რომელიც გამოხატავდა პროტესტს საზოგადოებაში მიღებული მორალის მიმართ და მისწრაფებას ბუნებრივი სისუფთავისკენ, თავისუფალი სიყვარულის და პაციფიზმის პროპაგანდით. პირველად სიტყვა ჰიპიმ გაიჟღერა ერთ-ერთ, ნიუ-ორკის ტელეგადაცემაში. ტელეწამყვანს სტუდიაში ყავდა მოწვეული ახალგაზრდების ჯგუფი, გახეხილი ჯინსებით, გრძელი თმებით, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ ვიეტნამის ომის წინააღმდეგ. იმ დროს ძალიან პოპულარული იყო გამოთქმა (სლენგზე) ‘to be hip’ რაც ნიშნავდა ‘იყო საქმის კურსში’ და ნიუ-ორკელ კონტრკულტურის მხარდამჭერებს “გრინვიჩ ვილიჯიდან” უწიდებდნენ ‘hips’ ამ შემთხვევაში კი წამყვანმა იხმარა ეს სიტყვა იმისთვის რომ ხაზი გაესვა ახალგაზრდების, შეგნებულად, საზიზღარ ჩაცმულობაზე, რომლებიც მოვიდნენ ნიუ-ორკის გარეუბნიდან და უნდათ, რომ იყვნენ ‘hips’. ჰიპების მოძრაობა ათვლას იწყებს 1965 წლიდან. რა თქმა უნდა აშშ-ში . უსმენდნენ როკ’ნ’როლს, ხშირად ეტანებოდნენ მარიხუანას. მოგზაურობდნენ – ავტოსტოპით ფოლცვაგენის ფურგონებში, რომლებიც მოხატული იყო ყვავილებით,უყვარდათ აღმოსავლური მისტიკა, ძალიან ხშირად მედიტირებდნენ და ძირითადად იყვნენ ვეგეტარიანელები. ჰიპები ხშირად იმაგრებდნენ ყვავილებს თმებში, ჩუქნიდნენ ყვავილებს გამვლელებს, უყოფდნენ ყვავილებს პოლიციელებს და ჯარისკეცებს, იარაღის ლულებში და ხმარობდნენ ლოზუნგს “Flower power” სწორედ ამიტომ შეარქვეს მათ ‘ყვავილების შვილები’. ჰიპების დევიზი იყო “ყვავილების ძალაუფლება” !                                                                                                                                                

 Image

  • გამოეთიშე” ნიშნავს ზურგი აქციო საზოგადოების მიერ დადგენილ წესებსა და ნორმებს.
  • განეწყე ” — ჩაუღრმავდი თავს, მონახე ცხოვრების აზრი და მიზანი.

     “განუდექი” — უარყავი სწავლა, თვალთმაქცი საზოგადოება, გააკეთე ის, რაც გსურს და როგორც გინდა.მიუძღვენი თავი როკს,ნარკოტიკებსა და თავისუფალ სიყვარულს.Image

ვუდსტოკ-ბეტელის ამბავი საკმაოდ სიმბოლურია ჰიპობისთვის. ყველაფერში „გაორება“ ჰიპების მუდმივი თანამგზავრი იყო. აგერ ფაქტიც – ყველაზე საკულტო და მნიშნელოვან თავყრილობას ჰქვია და საუკუნეების განმავლობაში ერქმევა „ვუდსტოკი“, რომელიც ამ დროს რაღაც ბანალურ ბეტელში ჩატარდა

Image

ჰიპებმა აზროვნებაში რევოლუცია მოახდინეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ევროპაც, სადაც 50-60-იან წლებში ახალგაზრდების კულტურულ ცენტრად, დედაქალაქად და მექად ლონდონი იქცა. აქაც საინტერესო პროცესები ხდება. თუნდაც ინგლისელი მწერალი ჯორჯ ორუელი და მისი რევოლუციური ნაწარმოებები გავიხსენოთ: „ცხოველთა ფერმა“ (დაიწერა 1944 წელს) და „1984“ (დაიწერა 1949 წელს). ეს პროცესები ევროპაში უფრო კულტურულად მიმდინარეობდა, რადგან აქ არ იყო თუნდაც ნარკოტიკების ასეთი აშკარა პროპაგანდა. ახალი მოდაც ამ ქალაქიდან მკვიდრდებოდა. პირველი მინიკაბები გამოჩნდა. რა თქმა უნდა, აქაც იყო მამების თაობასთან დაპირისპირება, მაგრამ არა რელიგიურ თუ სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე. ეს, ალბათ, იმითაც აიხსნება, რომ რომ ევროპაში ომის სიმწარე უფრო კარგად იცოდნენ, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამიტომ ახალგაზრდები უფრო ტკბებოდნენ ნანატრი მშვიდობით. გამოჩნდა „ბითლზიც“… და ამ პერიოდში ევროპაში უკვე ხეტიალის მოყვარულმა გრძელთმიანმა ჰიპებმაც დაიწყეს ჩასვლა…

Image

 

1970წლიდან ჰიპების პოპულარობამ მოიკლო. ასაკის მომატებასთან ერთად ბევრმა ჰიპმა მიიღო საზოგადოებაში მიღებული ნორმები და მორალი. 70-იანების ახალგაზრდა თაობა კი, უფრო პანკურ მსოფმხედველობას ანიჭებდა უპირატესობას.
ჰიპებმა ანახეს სამყაროს სულიერი განვითარების ახალი საფეხური, გაამდიდრეს მსოფლიო კულტურა. ამის დასამტკიცებლად საკმარისია იმ მოვლენების ჩამოთვლ, რაც უშუალოდ ჰიპების თანადგომით და მონაწილეობით მოხდა:
1. სექსუალური რევოლუცია ! (ალბათ ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა XX-ე საუკუნეში);
2. ლმობიერება არატრადიციული სექსის ორიენტაციისადმი;
3. ქალის როლის გაზრდა (არა ნაკლები მოვლენა);
4. რასობრივი დისკრემინაციის განელება;
5. მოდაზე გავლენა;
6. ‘საღი საკვების’ პოპულარიზაცია და ვეგეტარიანობა;
7. ფაციფიზმი. მოძრაობა ომის წინააღმდეგ;
8. ავტოსტოპი – თავისუფალი მოგზაურობა;
9. ცხოველთა დაცვის მოძრაობა;
10. ეკოლოგიური მოძრაობები.

შთამბეჭდავია მგონი

მათი განმსაზღვრელი სამოსი მალე მოდაში შემოვიდა და ძნელი გასარკვევი გახდა ყვავილებიანი მაისურით ჰიპურ აზროვნებას იზიარებდნენ , თუ უბრალოდ ცნობილი დიზაინერის მაისური ეცვათ. მიუხედავად ყველაფრისა, მათ დიდი გავლენა მოახდინეს საზოგადოების განვითარებაზე.

ImageImage

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: