დატოვე კომენტარი

ვუდსტოკის ფესტივალი

როკ მუსიკა არის პოპულარული მუსიკალური მიმდინარეობის ერთ-ერთი ფორმა ვოკალური მელოდიით, რომელსაც თან ახლავს გიტარა, დრამი და ბასი. ასევე როკ მუსიკის ზოგიერთი სტილი იყენებს კლავიშებიან ინსტრუმენტებსაც, როგორიცაა ორლინი, პიანინო, მელოტრონი თუ სინთეზატორები, როკ მუსიკის ფესვები მოდის 1940-1950 წლების წინ როკ-ენ-როლისა და როკელებისგან, რომელიც განვითარდა ბლუზისგან და ქანთრისგან, როკ მუსიკის შესახებ არ არსებობს მხოლოდ ერთი რომელიმე ისტორია. როკ მუსიკის ფანებსა და უბრალოდ მსმენელებს გთავაზობთ ინფორმაციას პოპულარული როკ მუსიკის ფესტივალის „ვუდსტოკის” შესახებ, რომელიც 1969 წელს ამერიკის ქალაქ ბეთელის ვუდსტოკში გაიმართა. განსაკუთრებით კი ეს სტატია თინეიჯერებისთვის არის განკუთვნილი, რათა კიდევ უფრო მეტი იცოდნენ მათი საყვარელი მუსიკოსისა თუ ჯგუფების შესახებ.
სცენაზე გამოჩნდა მაქს იასგური და განაცხადა: „თქვენ წინ გართობის მუსიკის სამი დღე გაქვთ და იმედი მაქვს, მეტი აქ არაფერი მოხდება” და მართლაც 1969 წლის ზაფხულის სამი დღის განმავლობაში როკ-ფესტივალზე ქალაქ ვუდსტოკში არაფერი მომხდარა კრიმინალური თვალსაზრისით, სამაგიეროდ, იმ დღეებში მუსიკალური სამყაროს მსოფლმხედველობა და გემოვნება იცვლებოდა. />მუსიკას, როგორც მასკულტურას, უკვე დაპყრობილი ჰქონდა მსოფლიო. ადამიანები თავიანთ კუმირებსა და პოპ-ვარსკვლავებს უკვე ჰბაძავდნენ და მათი მიმდევრებიც იყვნენ. მუსიკა მეოცე საუკუნეში, გასული საუკუნებიისაგან განსხვავებით აღარ წარმოადგენდა პრივილეგირებული კლასის კუთვნილებას, XX საუკუნეში მუსიკა სახალისო გახდა, სწორედ ამ დროს დაიწყო რევოლუციური ცვლილებები ამ სფეროში. მუსიკაში გაჩნდა მიმდინარეობები. თითოეულ მიმდინარეობას ჰქონდა განსხვავებული და განსაკუთრებული ნიშა, მუსიკალური მიმდინარეობები განსხვავდებოდნენ შინაარსობრივად. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმდინარეობა გახლდათ როკი, რომელიც მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს შეიქმნა. როკი თავის მსოფლმხედველობით, განსხვავდებოდა სხვა მიმდინარეობებისგან. ის თავისუფლებას, სიყვარულს, ერთობასა და კეთილდღეობას უმღეროდა. ამიტომაც, როკის მიმდევრები მაშინდელ მსოფლიოში უტოპისტ ლიბერალებად მიიჩნეოდნენ.
მუსიკალური ინდუსტრია ნელ-ნელა იკრებდა ძალას, ჩნდებოდნენ მუსიკალური აგენტები, ხმის ჩამწერ სტუდიებში და ა.შ. ანუ მუსიკა ისე როგორც, ყველაფერი ამქვეყნად ნელ-ნელა კომერცია ხდებოდა. სწორედ ამ დროს რამდენიმე ენთუზიასტმა ადამიანმა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ვუდსტოკში, 1969 წლის ზაფხულში გრანდიოზული როკ-ფესტივალი გამართეს, ეს სანახაობა, დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შოუდ ითვლება.
ვუდსტოკის ფესტივალზე, გამოსვლას ნამდვილი როკ-ლეგენდები ახერხებდნენ ცნობილი ჯგუფებიდან. 1969 წლის როკ ფესტივალზე გამოვიდნენ სოლისტები: რიჩი ჰევენსი, სვამი საჩინანდა, რომელმაც ოფიციალურად გახსნა ფესტივალი. რაკი ნაშკარი, კარლო სანტანა თავისი ბენდით, ჯო კოკერი, ჯიმი ჰენდრიკსი, ჯენის ჯოპლინი და ა.შ. დამეთანხმებით, შთამბეჭდავი სიაა. ამ პიროვნებების უმეტესობა უკვე ლეგენდარულ შემსრულებლებად იქცნენ და მათი სახელები მუსიკის მოყვარულთა შორის დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ვუდსტოკის ფესტივალს არ ესწრებოდნენ „ზე დორს”, თავისი გენიალური სოლისტით ჯიმ მორისონით, ეს „იაღლიში” შემდგომში იმით ახსნეს, რომ ჯიმის უკვე უამრავი ფანი აწუხებდა, მათ შორის ისეთები, რომ მორისონს ეგონა მას აუცილებლად მოკლავდნენ. ამ ფესტივალს ასევე არ ესწრებოდა XX საუკუნის ნომერ პირველი ჯგუფი „ბითლზი”, ჯონ ლენონმა, ორგანიზატორებს უარი შემოუთვალა, მიუხედავად იმისა,რომ ამ პერიოდში ერთი წლის შექმნილი იყო „ლედ ზეპელენი”, მათ უკვე სერიოზული ბენდის სახელი ჰქონდათ და უკვე საკმაოდ პოპულარულებიც იყვნენ, ამის მიუხედავად ისინიც არ ესწრებოდნენ ფესტივალს, განსაკუთრებულად საინტერესო იყო უკვე ლამის ლეგენდარულ ბენდებად ცნობილი „პინკ ფლოიდის” და „როლინგ სტოუნზის” არ გამოსვლა ვუდსტოკში, ამ ჯგუფების მოხვედრა ფესტივალზე მართლაც უზარმაზარ მოვლენად იქნებოდა, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ ბენდების გამოსვლა ნამდვილად სასიკეთოდ წაადგებოდა ვუდსტოკს. ეს რაც შეეხება მონაწილეებს.
ფესტივალს დაახლოებით 5 ათასი ადამიანი ესწრებოდა. მათი ერთობა და ამაღლებული განწყობა მართლაც განსაკუთრებული გახლდათ, წვიმასა და ტალახში მათი მოქმედება სიყვარულის უდიდესი გამოხატულება იყო. ისინი მუსიკოსებთან ერთად ასრულებდნენ სიმღერებს, თავდავიწყებით ცეკვავდნენ, თავისუფლების მუხტი, რაც მაშინ შეინიშნებოდა, სხვა კონცერტებზე არც განმეორებულა. ვიეტნამის ომით დაღლილი ამერიკელები პროტესტს ამ ფორმით გამოხატავდნენ. 60-იანელთა ეს კულტურული რევოლუცია ნამდვილი და გულწრფელი გახლდათ, ვუდსტოკის ფესტივალი მუსიკალურ სამყაროში მართლაც ღირშესანიშნავი მოვლენაა. ამ რევოლუციური, კონცერტის გამოძახილი დღესაც მკაფიო და წონიანია. მარიხუანას ბოლში ჯერ კიდევ არ გახვეული როკი ახალ ძალას იძენდა და ახალ სიმაღლეებს იპყრობდა…
ვუდსტოკის სამი დღე იყო გაჯერებული ალალი მუსიკით, ჰიპური ნონკონფორმკიზმით, სიყვარულით და ყვავილებით. როკი ერთგვარ იდეოლოგიად იქცა, მკვეთრად ჩამოყალიბებული პრინციპებითა და ღირებულებებით. მართალია, ეს ლამაზი და დაბოლილი ეპოქა მალე დამთავრდა, მაგრამ ეს მცირე დროც საკმარისი აღმოჩნდა, მუსიკის ჭეშმარიტი მსმენელისთვის. საყოველთაო მოსაზრებით, ჰიპების მთავარმა სურვილმა, და გნებავთ მისიამ, „სამოთხის დედამიწაზე ჩამოტანამ” მხოლოდ სამი დღე იარსება, მათმა ლოზუნგმა კი ვუდსტოკის შემდეგ ნელ-ნელა დაკარგა მნიშვნელობა და გაუფერულდა. მოკლედ ვუდსტოკის სამი დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა.
ვუდსტოკის ფესტივალის მაყურებელი, „ვუდსტოკის ნაციად” იქნა მონათლული, ები ჰოკმანი ამბობდა „ჩვენ ვართ ვუდსტოკის ნაცია, ამ ყველაფერს თან ისე ვატარებთ, როგორც სიუს ტომის ინდიელი ატარებს თავის წარმომავლობას და თუ სადმე ერთი ჩვენგანი იმყოფება, ესე იგი მთელი ვუდსტოკის ნაციაც იქვეა! სამწუხაროდ, ჰოკმანის ეს ამბიციური გამონათქვამი არ ასრულდა, რადგან „ვუდსტოკის ნაცია” მალე დაიშალა, ფაქტიურად დაბადებისთანავე დაიშალა. მიუხედავად ამისა, 1969 წლის ვუდსტოკის ფესტივალი მნიშვნელოვან მოვლენად იქცა და მისი როლი მუსიკალურ სამყაროს განვითარებსა და ცვლილებაში მნიშვნელოვანია.  ImageImageImageImageImageImage

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: