დატოვე კომენტარი

ვუდსტოკის ფესტივალი

როკ მუსიკა არის პოპულარული მუსიკალური მიმდინარეობის ერთ-ერთი ფორმა ვოკალური მელოდიით, რომელსაც თან ახლავს გიტარა, დრამი და ბასი. ასევე როკ მუსიკის ზოგიერთი სტილი იყენებს კლავიშებიან ინსტრუმენტებსაც, როგორიცაა ორლინი, პიანინო, მელოტრონი თუ სინთეზატორები, როკ მუსიკის ფესვები მოდის 1940-1950 წლების წინ როკ-ენ-როლისა და როკელებისგან, რომელიც განვითარდა ბლუზისგან და ქანთრისგან, როკ მუსიკის შესახებ არ არსებობს მხოლოდ ერთი რომელიმე ისტორია. როკ მუსიკის ფანებსა და უბრალოდ მსმენელებს გთავაზობთ ინფორმაციას პოპულარული როკ მუსიკის ფესტივალის „ვუდსტოკის” შესახებ, რომელიც 1969 წელს ამერიკის ქალაქ ბეთელის ვუდსტოკში გაიმართა. განსაკუთრებით კი ეს სტატია თინეიჯერებისთვის არის განკუთვნილი, რათა კიდევ უფრო მეტი იცოდნენ მათი საყვარელი მუსიკოსისა თუ ჯგუფების შესახებ.
სცენაზე გამოჩნდა მაქს იასგური და განაცხადა: „თქვენ წინ გართობის მუსიკის სამი დღე გაქვთ და იმედი მაქვს, მეტი აქ არაფერი მოხდება” და მართლაც 1969 წლის ზაფხულის სამი დღის განმავლობაში როკ-ფესტივალზე ქალაქ ვუდსტოკში არაფერი მომხდარა კრიმინალური თვალსაზრისით, სამაგიეროდ, იმ დღეებში მუსიკალური სამყაროს მსოფლმხედველობა და გემოვნება იცვლებოდა. />მუსიკას, როგორც მასკულტურას, უკვე დაპყრობილი ჰქონდა მსოფლიო. ადამიანები თავიანთ კუმირებსა და პოპ-ვარსკვლავებს უკვე ჰბაძავდნენ და მათი მიმდევრებიც იყვნენ. მუსიკა მეოცე საუკუნეში, გასული საუკუნებიისაგან განსხვავებით აღარ წარმოადგენდა პრივილეგირებული კლასის კუთვნილებას, XX საუკუნეში მუსიკა სახალისო გახდა, სწორედ ამ დროს დაიწყო რევოლუციური ცვლილებები ამ სფეროში. მუსიკაში გაჩნდა მიმდინარეობები. თითოეულ მიმდინარეობას ჰქონდა განსხვავებული და განსაკუთრებული ნიშა, მუსიკალური მიმდინარეობები განსხვავდებოდნენ შინაარსობრივად. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმდინარეობა გახლდათ როკი, რომელიც მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს შეიქმნა. როკი თავის მსოფლმხედველობით, განსხვავდებოდა სხვა მიმდინარეობებისგან. ის თავისუფლებას, სიყვარულს, ერთობასა და კეთილდღეობას უმღეროდა. ამიტომაც, როკის მიმდევრები მაშინდელ მსოფლიოში უტოპისტ ლიბერალებად მიიჩნეოდნენ.
მუსიკალური ინდუსტრია ნელ-ნელა იკრებდა ძალას, ჩნდებოდნენ მუსიკალური აგენტები, ხმის ჩამწერ სტუდიებში და ა.შ. ანუ მუსიკა ისე როგორც, ყველაფერი ამქვეყნად ნელ-ნელა კომერცია ხდებოდა. სწორედ ამ დროს რამდენიმე ენთუზიასტმა ადამიანმა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ვუდსტოკში, 1969 წლის ზაფხულში გრანდიოზული როკ-ფესტივალი გამართეს, ეს სანახაობა, დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შოუდ ითვლება.
ვუდსტოკის ფესტივალზე, გამოსვლას ნამდვილი როკ-ლეგენდები ახერხებდნენ ცნობილი ჯგუფებიდან. 1969 წლის როკ ფესტივალზე გამოვიდნენ სოლისტები: რიჩი ჰევენსი, სვამი საჩინანდა, რომელმაც ოფიციალურად გახსნა ფესტივალი. რაკი ნაშკარი, კარლო სანტანა თავისი ბენდით, ჯო კოკერი, ჯიმი ჰენდრიკსი, ჯენის ჯოპლინი და ა.შ. დამეთანხმებით, შთამბეჭდავი სიაა. ამ პიროვნებების უმეტესობა უკვე ლეგენდარულ შემსრულებლებად იქცნენ და მათი სახელები მუსიკის მოყვარულთა შორის დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ვუდსტოკის ფესტივალს არ ესწრებოდნენ „ზე დორს”, თავისი გენიალური სოლისტით ჯიმ მორისონით, ეს „იაღლიში” შემდგომში იმით ახსნეს, რომ ჯიმის უკვე უამრავი ფანი აწუხებდა, მათ შორის ისეთები, რომ მორისონს ეგონა მას აუცილებლად მოკლავდნენ. ამ ფესტივალს ასევე არ ესწრებოდა XX საუკუნის ნომერ პირველი ჯგუფი „ბითლზი”, ჯონ ლენონმა, ორგანიზატორებს უარი შემოუთვალა, მიუხედავად იმისა,რომ ამ პერიოდში ერთი წლის შექმნილი იყო „ლედ ზეპელენი”, მათ უკვე სერიოზული ბენდის სახელი ჰქონდათ და უკვე საკმაოდ პოპულარულებიც იყვნენ, ამის მიუხედავად ისინიც არ ესწრებოდნენ ფესტივალს, განსაკუთრებულად საინტერესო იყო უკვე ლამის ლეგენდარულ ბენდებად ცნობილი „პინკ ფლოიდის” და „როლინგ სტოუნზის” არ გამოსვლა ვუდსტოკში, ამ ჯგუფების მოხვედრა ფესტივალზე მართლაც უზარმაზარ მოვლენად იქნებოდა, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ ბენდების გამოსვლა ნამდვილად სასიკეთოდ წაადგებოდა ვუდსტოკს. ეს რაც შეეხება მონაწილეებს.
ფესტივალს დაახლოებით 5 ათასი ადამიანი ესწრებოდა. მათი ერთობა და ამაღლებული განწყობა მართლაც განსაკუთრებული გახლდათ, წვიმასა და ტალახში მათი მოქმედება სიყვარულის უდიდესი გამოხატულება იყო. ისინი მუსიკოსებთან ერთად ასრულებდნენ სიმღერებს, თავდავიწყებით ცეკვავდნენ, თავისუფლების მუხტი, რაც მაშინ შეინიშნებოდა, სხვა კონცერტებზე არც განმეორებულა. ვიეტნამის ომით დაღლილი ამერიკელები პროტესტს ამ ფორმით გამოხატავდნენ. 60-იანელთა ეს კულტურული რევოლუცია ნამდვილი და გულწრფელი გახლდათ, ვუდსტოკის ფესტივალი მუსიკალურ სამყაროში მართლაც ღირშესანიშნავი მოვლენაა. ამ რევოლუციური, კონცერტის გამოძახილი დღესაც მკაფიო და წონიანია. მარიხუანას ბოლში ჯერ კიდევ არ გახვეული როკი ახალ ძალას იძენდა და ახალ სიმაღლეებს იპყრობდა…
ვუდსტოკის სამი დღე იყო გაჯერებული ალალი მუსიკით, ჰიპური ნონკონფორმკიზმით, სიყვარულით და ყვავილებით. როკი ერთგვარ იდეოლოგიად იქცა, მკვეთრად ჩამოყალიბებული პრინციპებითა და ღირებულებებით. მართალია, ეს ლამაზი და დაბოლილი ეპოქა მალე დამთავრდა, მაგრამ ეს მცირე დროც საკმარისი აღმოჩნდა, მუსიკის ჭეშმარიტი მსმენელისთვის. საყოველთაო მოსაზრებით, ჰიპების მთავარმა სურვილმა, და გნებავთ მისიამ, „სამოთხის დედამიწაზე ჩამოტანამ” მხოლოდ სამი დღე იარსება, მათმა ლოზუნგმა კი ვუდსტოკის შემდეგ ნელ-ნელა დაკარგა მნიშვნელობა და გაუფერულდა. მოკლედ ვუდსტოკის სამი დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა.
ვუდსტოკის ფესტივალის მაყურებელი, „ვუდსტოკის ნაციად” იქნა მონათლული, ები ჰოკმანი ამბობდა „ჩვენ ვართ ვუდსტოკის ნაცია, ამ ყველაფერს თან ისე ვატარებთ, როგორც სიუს ტომის ინდიელი ატარებს თავის წარმომავლობას და თუ სადმე ერთი ჩვენგანი იმყოფება, ესე იგი მთელი ვუდსტოკის ნაციაც იქვეა! სამწუხაროდ, ჰოკმანის ეს ამბიციური გამონათქვამი არ ასრულდა, რადგან „ვუდსტოკის ნაცია” მალე დაიშალა, ფაქტიურად დაბადებისთანავე დაიშალა. მიუხედავად ამისა, 1969 წლის ვუდსტოკის ფესტივალი მნიშვნელოვან მოვლენად იქცა და მისი როლი მუსიკალურ სამყაროს განვითარებსა და ცვლილებაში მნიშვნელოვანია.  ImageImageImageImageImageImage

დატოვე კომენტარი

„ბრიტანული შეჭრა“ და “ამერიკული შეჭრა”

ყველამ ვიცით 60-იან წლების ტერმინი „ბრიტანული შეჭრა“ ამერიკაში (British Invasion), ანუ როცა ბრიტანული თანამედროვე მუსიკა მასობრივად შეიჭრა შტატებში და ფეხზე დააყენა მთელი ამერიკა, მაგრამ მანამდე ევროპაში „ამერიკული შეჭრაც“ მოხდა, ანუ 50-იანებში რადიოების საშუალებით ამერიკული როკ-ენ-როლი გავრცელდა, რამაც მოხიბლა და საერთოდ გადარია ომის შემდგომი ევროპელი ახალგაზრდობა. ამის შემდეგ ევროპამ, განსაკუთრებით კი ბრიტანეთმა ეს ყველაფერი კარგად გადახარშა და იწყება ჩვენს მიერ ზემოთ აღნიშნული მასირებული „ბრიტანული შეჭრა“ ამერიკაში მძიმე არტილერიით: – The Beatles, The Rolling Stones, The Who, The Kinks, The Yardbirds, Cream, The Animals და სხვები…

ImageImageImageImageImageImageImage Imageამერიკულმა პასუხმაც არ დააყოვნა – ეგრევე იწყება „ამერიკული შემოჭრა“ ბრიტანეთში – ჰიპებისა და ფსიქოდელიური მუსიკის The Byrds, The Doors, Grateful Dead, Jefferson Airplane, Jimi Hendrix და სხვების) სახით.ImageImageImageImageImageImageImageImage

დატოვე კომენტარი

ჰიპები:” ყვავილის შვილები”

ჰიპები იყვნენ ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლები. ისინი პროტესტს უცხადებდნენ ძალმომრეობასა და საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს, ამიტომ ტოვებდნენ ოჯახებს, ზურგს აქცევდნენ ფუფუნებასა და სიმდიდრეს, რაადგან თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი ძალმომრეობის გზით იყო დაგროვილი. ჰიპების მოძრაობაში გაერთიანებული იყვნენ 16-26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც საზოგადოების მაღალ ფენას ეკუთვნოდნენ. ჰიპებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი თემი. ისინი ჩაკეტილები იყვნენ თავიანთ ვიწრო სამყაროში და არ ცნობდნენ ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ წესებსა და ნორმებს. ჰიპების ლოზუნგი იყო: „გამოეთიშე, განეწყე და განუდექი“. hippy-დასავლური ახალგაზრდობის სტიქიური მოძრაობა XX საუკუნის 60- 70 წლებში. რომელიც პროტესტს აცხადებდა საზოგადოდ მიღებული ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ და არ სურდა ევლო მამების გზით, პირველ რიგში კი ეშრომათ. ისინი გატაცებული იყვნენაღმოსავლური კულტებით, უარყოფდენ ოჯახს და ცხოვრობდნენ კომუნებად, რომელშიც აქესობრივი აღვირახსნილობა მეფობდა.სანოვაგეს შოულობდენ მათხოვრობით, მიესალმებოდენ ალკოჰოლს,ფსიქოტროპულ პრეპარატებს და ნარკოტიკს. ქადაგებდნენ პაციფიზმს და უარს აცხადებდნენ ემსახურათ ჯარში დევიზით დაკავდი სიყვარულით და არა ომით. ჰიპი – ახალგაზრდული ფილოსოფია და სუბკულტურა, პოპულარული აშშ-ში 60–70-იან წლებში, რომელიც გამოხატავდა პროტესტს საზოგადოებაში მიღებული მორალის მიმართ და მისწრაფებას ბუნებრივი სისუფთავისკენ, თავისუფალი სიყვარულის და პაციფიზმის პროპაგანდით. პირველად სიტყვა ჰიპიმ გაიჟღერა ერთ-ერთ, ნიუ-ორკის ტელეგადაცემაში. ტელეწამყვანს სტუდიაში ყავდა მოწვეული ახალგაზრდების ჯგუფი, გახეხილი ჯინსებით, გრძელი თმებით, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ ვიეტნამის ომის წინააღმდეგ. იმ დროს ძალიან პოპულარული იყო გამოთქმა (სლენგზე) ‘to be hip’ რაც ნიშნავდა ‘იყო საქმის კურსში’ და ნიუ-ორკელ კონტრკულტურის მხარდამჭერებს “გრინვიჩ ვილიჯიდან” უწიდებდნენ ‘hips’ ამ შემთხვევაში კი წამყვანმა იხმარა ეს სიტყვა იმისთვის რომ ხაზი გაესვა ახალგაზრდების, შეგნებულად, საზიზღარ ჩაცმულობაზე, რომლებიც მოვიდნენ ნიუ-ორკის გარეუბნიდან და უნდათ, რომ იყვნენ ‘hips’. ჰიპების მოძრაობა ათვლას იწყებს 1965 წლიდან. რა თქმა უნდა აშშ-ში . უსმენდნენ როკ’ნ’როლს, ხშირად ეტანებოდნენ მარიხუანას. მოგზაურობდნენ – ავტოსტოპით ფოლცვაგენის ფურგონებში, რომლებიც მოხატული იყო ყვავილებით,უყვარდათ აღმოსავლური მისტიკა, ძალიან ხშირად მედიტირებდნენ და ძირითადად იყვნენ ვეგეტარიანელები. ჰიპები ხშირად იმაგრებდნენ ყვავილებს თმებში, ჩუქნიდნენ ყვავილებს გამვლელებს, უყოფდნენ ყვავილებს პოლიციელებს და ჯარისკეცებს, იარაღის ლულებში და ხმარობდნენ ლოზუნგს “Flower power” სწორედ ამიტომ შეარქვეს მათ ‘ყვავილების შვილები’. ჰიპების დევიზი იყო “ყვავილების ძალაუფლება” !

Image

• გამოეთიშე” ნიშნავს ზურგი აქციო საზოგადოების მიერ დადგენილ წესებსა და ნორმებს.
• განეწყე ” — ჩაუღრმავდი თავს, მონახე ცხოვრების აზრი და მიზანი.

“განუდექი” — უარყავი სწავლა, თვალთმაქცი საზოგადოება, გააკეთე ის, რაც გსურს და როგორც გინდა.მიუძღვენი თავი როკს,ნარკოტიკებსა და თავისუფალ სიყვარულს.Image

ვუდსტოკ-ბეტელის ამბავი საკმაოდ სიმბოლურია ჰიპობისთვის. ყველაფერში „გაორება“ ჰიპების მუდმივი თანამგზავრი იყო. აგერ ფაქტიც – ყველაზე საკულტო და მნიშნელოვან თავყრილობას ჰქვია და საუკუნეების განმავლობაში ერქმევა „ვუდსტოკი“, რომელიც ამ დროს რაღაც ბანალურ ბეტელში ჩატარდა

Image

ჰიპებმა აზროვნებაში რევოლუცია მოახდინეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ევროპაც, სადაც 50-60-იან წლებში ახალგაზრდების კულტურულ ცენტრად, დედაქალაქად და მექად ლონდონი იქცა. აქაც საინტერესო პროცესები ხდება. თუნდაც ინგლისელი მწერალი ჯორჯ ორუელი და მისი რევოლუციური ნაწარმოებები გავიხსენოთ: „ცხოველთა ფერმა“ (დაიწერა 1944 წელს) და „1984“ (დაიწერა 1949 წელს). ეს პროცესები ევროპაში უფრო კულტურულად მიმდინარეობდა, რადგან აქ არ იყო თუნდაც ნარკოტიკების ასეთი აშკარა პროპაგანდა. ახალი მოდაც ამ ქალაქიდან მკვიდრდებოდა. პირველი მინიკაბები გამოჩნდა. რა თქმა უნდა, აქაც იყო მამების თაობასთან დაპირისპირება, მაგრამ არა რელიგიურ თუ სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე. ეს, ალბათ, იმითაც აიხსნება, რომ რომ ევროპაში ომის სიმწარე უფრო კარგად იცოდნენ, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამიტომ ახალგაზრდები უფრო ტკბებოდნენ ნანატრი მშვიდობით. გამოჩნდა „ბითლზიც“… და ამ პერიოდში ევროპაში უკვე ხეტიალის მოყვარულმა გრძელთმიანმა ჰიპებმაც დაიწყეს ჩასვლა…

Image

1970წლიდან ჰიპების პოპულარობამ მოიკლო. ასაკის მომატებასთან ერთად ბევრმა ჰიპმა მიიღო საზოგადოებაში მიღებული ნორმები და მორალი. 70-იანების ახალგაზრდა თაობა კი, უფრო პანკურ მსოფმხედველობას ანიჭებდა უპირატესობას.
ჰიპებმა ანახეს სამყაროს სულიერი განვითარების ახალი საფეხური, გაამდიდრეს მსოფლიო კულტურა. ამის დასამტკიცებლად საკმარისია იმ მოვლენების ჩამოთვლ, რაც უშუალოდ ჰიპების თანადგომით და მონაწილეობით მოხდა:
1. სექსუალური რევოლუცია ! (ალბათ ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა XX-ე საუკუნეში);
2. ლმობიერება არატრადიციული სექსის ორიენტაციისადმი;
3. ქალის როლის გაზრდა (არა ნაკლები მოვლენა);
4. რასობრივი დისკრემინაციის განელება;
5. მოდაზე გავლენა;
6. ‘საღი საკვების’ პოპულარიზაცია და ვეგეტარიანობა;
7. ფაციფიზმი. მოძრაობა ომის წინააღმდეგ;
8. ავტოსტოპი – თავისუფალი მოგზაურობა;
9. ცხოველთა დაცვის მოძრაობა;
10. ეკოლოგიური მოძრაობები.

შთამბეჭდავია მგონი

მათი განმსაზღვრელი სამოსი მალე მოდაში შემოვიდა და ძნელი გასარკვევი გახდა ყვავილებიანი მაისურით ჰიპურ აზროვნებას იზიარებდნენ , თუ უბრალოდ ცნობილი დიზაინერის მაისური ეცვათ. მიუხედავად ყველაფრისა, მათ დიდი გავლენა მოახდინეს საზოგადოების განვითარებაზე.

ImageImage

დატოვე კომენტარი

“ჯინსების თაობა”

დატოვე კომენტარი

“დაკარგულები”

ჰეი,შენ! ხო შენ! ვინც ამ ბლოგს კითხულობ ! ალბათ გაგიჩნდა კითხვა : “რატომ დაკარგულები?” ან შეიძლება მიხვდი კიდეც, ეს წერილი სწორედ იმ თაობას ეხება, რომელიც ჩემი აზრით დაიკარგა! მათ შეიძლება ” საბჭოთა თაობა” -ც ვუწოდოთ ” WOODSTOCK” -ის თაობის მსგავსად მაგრამ რა თქმა უნდა მათ შორის დიდი სხვაობაა.. “უსექსო თაობა”